კომპლექსი ზღვიდან 70 მეტრში მდებარეობს, გარს შეკვეთილის ფიჭვნარისა და ნაძვნარის ტყე აკრავს. როგორც ტოპლაინის ყველა პროექტი ასეევე სისაიდიც არქიტექტურული კუთხით გამორჩეულად ლამაზი და დახვეწილია. კორპუსი სულ 4 სართულისგან შედგება, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია საპარკინგე სივრცეები, ხოლო დანარჩენ სამზე საცხოვრებელი. თითოეული ბინა მომხმარებლის ინტერესებზეა გათვლილი, უკლებლივ ყველა ნათელი და მყუდრო დაგეგმარებით გამოირჩევა. სისაიდის ა ბლოკში სულ 18 ბინაა, განსხვავებული კვადრატულობით თუმცა ყველა ბინას იზოლირებული საძინებელი აქვს. მინიმალური ფართი 37.3 კვ.მ-დან იწყება და მაქსიმალური 68 კვ.მ-ია.