ხ.დ.კ.

1. სად მიმდინარეობს მშენებლობა?​

ტოპლაინ ქონსთრაქშენის პროექტები ამ ეტაპზე მხოლოდ შეკვეთილში მიმდინარეობს, კერძოდ:

  • Fidelio - შეკვეთილი, რომელიც ზღვიდან 200 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს;
  • Seaside - შეკვეთილი, რომელიც სანაპიროდან 70 მეტრში მდებაორებს.

2. როდის სრულდება ფიდელიოს მშენებლობა?

ფიდელიო შეკვეთილის მშენებლობა დასრულდება 2024 წლის იანვრის ბოლოს.

3. როდის სრულდება სისაიდის მშენებლობა?

სისაიდ შეკვეთილის მშენებლობა დასრულდება 2024 წლის მარტის ბოლოს ბოლოს.

4. სულ რამდენი კორპუსი შენდება შეკვეთილში?

ამ დროისთვის, გეგმის მიხედვით ფიდელიო-შეკვეთილის პროექტში იგეგმება კიდევ ორი კორპუსის აშენება, ხოლო სისაიდში ერთი.

5. როდის მოხდება კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება?

შენობის ექსპლატაციაში მიღება მოხდება სამშენებლო პროცესის დასრულებისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. რა მდგომარეობით აბარებთ ბინას?

  • Fidelio - ში ბინები ბარდება მხოლოდ სრული რემონტით, ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
  • Seaside - ში ბინები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით.

7. შესაძლებელია თუ არა ბინის შეძენა შავი კარკასის მდგომარეობით?

ამ ეტაპზე  ბინის შეძენა შესაძელებელია, როგორც თეთრი კარკასის მდგომარეობით, ასევე სრული რემონტით.

8. აქვს თუ არა კორპუსს ავტოფარეხი?

პროექტ ფიდელიოში, შესაძლებელია გარე ავტოსადგომებით სარგებლობა, ხოლო სისაიდის შემთხვევაში კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია ავტოფარეხები.

9. რა სახის ხელშეკრულება იდება მესაკუთრესა და კომპანიას შორის?

თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში ავტომატურად ხდებით ბინის მესაკუთრე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრში დამოწმებული ხელშეკრულებით.
ხოლო შიდა განვადების შემთხვევაში ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მოწმდება ნოტარიულად. მომხმარებელი ხდება ხელშეკრულების საგნის თანამფლობელი.

10. ფასადი როგორია?

ფასადი დამუშავებულია XPS – თ, იფუთება სრულად, პირველი სეგმენტის მოპირკეთება ხდება მიუხენით ხოლო შემდფომში ბუნებრივი ქვით და ბაზალტით.

11. რამდენად სანდოა მშენებლობა?

მშენებლობა ხორციელდება უახლესი ტექნოლოგიებით.
ყველა არსებული მასალა გამოიყენება ხარისხის სერთიფიკატის ცნობის წარდგენის შემდეგ. შენდება რეგლამენტით გათვალისწინებული მასალებით.
აღჭურვილი იქნება საშხეფი სისტემებით და ყველა იმ ღონისძიებით რომელიც ეკუთვნის სახანძრო უსაფრთხოებას.

12. სეისმურად რამდენად მდგარდია კორპუსი?

მშენებლობა გათვალისწინებულია რვა ბალიან მიწისძვრაზე.

13. რა იგეგმება მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე (რეკრეაციული გარემოს ან ეზოს მოწყობა)?

Fidelio - შეკვეთილის კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის და ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის.გათვალისწინებულია ორი ტიპის აუზი, სასადილო და ტერასა-რესტორანი.


Seaside-შეკვეთილის გარე ტერიტორიაზე იგეგმება, საცურაო აუზისა და მოსასვენებელი სივრცის განთავსება.

14. მინიმალური და მაქსიმალური კვადრატულობა რა გაქვთ?

მინიმალური კვადრატულობა განისაზღვრება 34.8 კვ.მ-დან ხოლო მაქსიმალური 68 კვ.მ.

15. თუ გვაქვს ჩაბარების შემდგომი მომსახურება?

დიახ, სრული კომპლექსის მოვლა-შენახვა, დასუფთავება და უსაფრთხოება 24/7-ზე. მობინადრეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ გაქირავების სისტემაში და მიიღონ სრული მომსახურება.

16. გადახდის პირობები

მომხმარებელი სარგებლობს, როგორც შიდა უპროცენტო განვადებით, ასევე ერთიანი გადახდით (პირადი სახსრებით, ან ბანკის იპოთეკით.) პროექტი სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ.

17. რა ღირს კვადრატული?

კვადრატული მეტრის ღირებულება განისაზღვრება გადახდის პირობისა და სართულის მიხედვით;

  • Seaside - შეკვეთილის შემთხვევაში მინიმალური ღირბეულება განისაზღვრება 900$-დან (ექვივალენტი ლარში).
  • Fidelio - შეკვეთილში მინიმალური ღირებულება იწყება 1050$-დან (ექვივალენტი ლარში).

18. წინასწარი რამდენია შემოსატანი და ყოველთვიურად რამდენს ვიხდი?

შიდა უპროცენტო განვადების შემთხვევაში, წინასწარი შენატანი შეადგენს სრული ღირებულების 20%-ს, შემდგომ კი დასრულებამდე მომხმარებელი სარგებლობს გადახდის თავისუფალი გრაფიკით.

19. გაქვთ თუ არა შიდა განვადება?

დიახ, გვაქვს.

20. რამდენ თვიანი შიდა განვადება გაქვთ?

შიდა უპროცენტო განვადება მოქმედებს პროექტის დასრულებამდე.

21. ერთიან გადახდაზე რა შეღავათით ვსარგებლობ?

ერთიანი გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი მომენტალურად სარგებლობს 50$-იანი (ექვივალენტი ლარში) ფასდაკლებით.

22. რომელი ბანკი გემსახურებათ და როგორია ბანკის პირობა?

კომპანიის დეველოპერი არის თიბისი ბანკი. პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად.

23. შიდა განვადებისთვის რა დოკუმენტები მჭირდება?

მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

24. წინასწარის გარეშე თუ გაქვთ?

სტანდარტულად წინასწარი შენატანის გარეშე შესყიდვა არ ხორციელდება. შესაძლებელი არის, პერიოდულად ისარგებლოდ სააქციო შეთავაზებებით.

25. ადგილზე თუ შეგვიძლია გადახდა?

გადახდა ხორციელდება ეროვნული ვალუტით, ბანკის შუამავლობით.