სამშენებლო
0

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

როდესაც სახლში შინაური ცხოველია, გარემო საგრძნობლად განსხვავებულია. აღიარებული ფაქტია, რომ ისინი დადებითი აურის მატარებლები არიან, ხშირ შემთხვევაში კი ეს მუხტი გადამდებიცაა ჩვენზე.

ალბათ დამეთანხმებით, რომ სამუშაო დღე ყოველთვის პოზიტიურად როდი მთავრდება... მაგრამ როდესაც სახლის კარს აღებთ და თქვენი დანახვით ბედნიერი ოთხფეხა მეგრობარი გხვდებათ, რომელიც მთელი დღე გელოდებოდათ და ბედნიერი კუნტრუშით გეთამაშებათ სამყარო ბევრად უფრო ნათელ ფერებში გვესახება. ან თუნდაც უამინდობისას სახლში მოსულს ფუმფულა კატა, რომ გაგათბობთ.

თუმცა მხოლოდ დადებითი ემოციები ვერ იქნება საკმარისი, რადგან შინაური ცხოველის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა; რაც ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ყველამ, ვისაც სურვილი აქვს, რომ სახლში შინაური ცხოვრელი ჰყავდეს, უნდა გიაზროს, რომ ჩვენი მყუდრო სახლი, საცხოვრებლად  ოთხფეხა მეგობარს უნდა ვუწილადოთ. სივრცე ორივესთვის აუცილებლად კომფორტული და ადაპტირებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სახლის ინტერიერის დიზაინი ჰარმონიაში იყოს თქვენთან და თქვენს შინაურ ცხოველთან:

1. შინაური ცხოველების აქსესუარები უნდა იყოს შეხამებული სახლის ინტერიერის დიზაინთან;
რატომ ვაკეთებთ სახლში ინტერიერის დიზაინს? იმიტომ, რომ სახლი მაქსიმალურად მორგებული იყოს ჩვენს კომფორტზე. სახლი პირველ რიგში უნდა გამოხატავდეს შენი ხასიათის ფერებს, ამ კომპონენტებს კი აუცილებლად უნდა ერგებოდეს ჩვენი შინაური ცხოველების სათამაშოები თუ სხვა აქსესუალები და არ უნდა იყოს ამოვარდნილი კონტექსტიდან.


2. შინაურ ცხოველს უნდა ჰქონდეს მისთვის გამოყოფილი სივრცე;
ეს ერთ-ერთი მთავარი და აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ მათთან ერთად ცხოვრებით დიდ სიამოვნებასა და სიყვარულს ვიღებთ, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ მათი სახლში ყოფნით შეიძლება ბევრი ჩვენთვის საჭირო და საყვარელი ნივთი დაზიანდეს; პირობითად თქვენი სავარძლის ზედაპირი ან სხვა ნებისმიერი, რასაც მისი კბილი ან თათი შეეხება. ამ დაზიანებების, როგორც მინიმუმ, შესამცირებლად აუცილებელია ჰქონდეს თავისი სივრცე, სადაც შეძლებს დაძინებას, თამაშსა თუ კვებას. ეცადეთ რომ ეს სივრცე იყოს თქვენთან ახლოს და არ იყოს მართო ერთი. იქედან გამომდინარე, რომ სახლში თქვენც მოძრაობთ და ისიც სულ თან დაგყვებათ, ყველა ოთახში უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი მაგალითად, საძინებელში თქვენი საწოლის გვერდით, თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის დასაძინებელი სივრცე, სამზარეულოში საკვები სივრცე. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენს ოთხფეხა მეგობარს თქვენთან სიახლოვე სჭირდება.

3. იატაკის შერჩევა;
თუ ინტერიერის დიზაინის შერჩევისას უკვე იცით, რომ თქვენთან ერთად სახლში თქვენი ოთხფეხა მეგობარიც ივლის, ხისგან დამზადებული იატაკი ნაკლებად მიზანშეწონილია, რადგან ის მალევე დაკარგავს პირვანდელ სახეს და ადვილად დაიკაწრება. ბევრად უფრო კარგი იქნება თუ იატაკი კერამიკის, ლამინატის ან ქვის მასალისგან იქნება დამზადებული.

4. ავეჯი;
ამ მოცემულობაში ავეჯი რთული შესარჩევია, რადგან თქვენს ცხოველს ნებისმიერი მატერიის ადვილად განადგურება შეუძლია. ერთადერთი საშუალება ავეჯის ფერთან შეხამებული დამცავი (გადასაფარებელი), რომლის დაზიანების შემთხვევაში ადვილად შეძლებთ აღდგენას ან ახლით ჩანაცვლებას, რაც შედარებით მეტად ბიუჯეტური იქნება.

5. ახალი წელი, ნაძვის ხე და შინაური ცხოველები;
ალბათ ყველა ვისაც ოთხფეხა მეგობარი ჰყავს, დამეთანხმება რომ ახალი წელი და ნაძვის ხე ძალიან სენსიტიური საკითხია სახლში. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენთვის სასურველი პერიოდი გაძლოს უვნებლად? პირველ რიგში უნდა ეცადოთ, რომ აწყობის პროცესში თქვენი შინაური ცხოველი შეაგუოთ იმ სათამაშოებს, რომლებიც ნაძვის ხეზე უნდა განათავსოთ. ჩაურთეთ ნათურები და თუ ეცდება ამით თამაშს, მიუთითეთ, რომ არ შეიძლება. არ დაგეზაროთ და დრო დაუთმეთ თქვენს შინაურ ცხოველს. შემეცნებითი სახის მიდგომასთან ერთად, კარგი იქნება თავდაცვის მიზნით ნაძვის ხის გარშემო მოაწყოთ მისთვის ხელის შემშლელი „ბარიკადები“, ეს შეიძლება იყოს დეკორატიული ღობეები, რომლებიც ისედაც თემატურია ახალ წელთან, ასევე ესთეტიური და ლამაზი.

  • გააზიარე

გურია - „სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“

ყველაზე პატარა კუთხე საქართველოში, მთისა და ზღვის ერთიანობა, ცას აწვდენილი კრიმანჭული და დამახასიათებელი იუმორი _ სხვა რა უნდა გაგახსენდეთ თუ არა გურია.

იხილეთ ვრცლად

რატომ უნდა ვიჩქაროთ უძრავი ქონების შეძენა ახლა?

რამდენად სანდოა მშენებარე კომპანიაში ბინის შეძენა? მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, როგორ მოქმედებს სამშენებლო სექტორზე? ღირს თუ არა ამ მოცემულობაში ახალი ბინის შესყიდვა?

იხილეთ ვრცლად

Black sea arena - შეკვეთილი გართობა და სიყვარული ერთად

გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საფელი შეკვეთილი ადგილი, რომელიც Black sea arena-მ მსოფლიო რუკაზე მკაფიოდ გამოკვეთა.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილი - ადგილი რომელსაც უნდა ესტუმროთ!

რატომ შეკვეთილი? რითი არის იგი გამორჩეული საქართველოს სხვა ზღვისპირა კურორტებისგან? რატო ასოცირდება შეკვეთილი მკურნალობასთან?

იხილეთ ვრცლად

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, საბურთალოს რ-ნი, ბერბუკის ქუჩა N7
  • info@top-line.ge
  • 0322 111 233

გამოიწერე სიახლეები


© 2021 | Privacy Policy All Rights Reserved.