ხარისხი ჩვენი სტანდარტია
გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საფელი შეკვეთილი ადგილი, რომელიც Black sea arena-მ მსოფლიო რუკაზე მკაფიოდ გამოკვეთა.
Black sea arena - ღონისძიებები
ბლექ სი არენა ფუნქციონირებას არ წყვეტს. იგი კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს გვპირდება და 28 მაისს ამერიკული პოპ-როკ ბენდის OneRepublic-ის კონცერტზე გვიწვევს.
წყარო : https://bit.ly/36S89me
Black sea arena - არქიტექტურა
შენობა დაპროექტებულია გერმანული არქიტექტურული კომპანიის Drei Architekten-ის მიერ. Black Sea Arena-ს ღია სცენა აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და განათებით, ასევე შენობას აქვს მოძრავი სახურავი, რომელიც კიდევ უფრო მომაჯადოვებელ ატმოსფეროს ქმნის. მოძრავი სცენა განთავსებულია 638 კვადრატულ მეტრზე, ამიტომ დარბაზის ნებისმიერი კუთხიდან ღონისძიება იდეალურად ჩანს, რაც საზოგადოების დისკრიმინაციას ბილეთის საფასურიდან გამომდინარე გამორიცხავს. არენას ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.
აქ ყველა დეტალი მიზნობრივად გათვალისწინებულია, რაც შენობას უნიკალურს ხდის მის მდებარეობასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ საკონცერტო დარბაზი აღიარებული იქნა „გერმანული დიზაინის დაჯილდოვებაზე“, სადაც ნომინაციაში საუკეთესო თანამედროვე არქიტრექტურა გაიმარჯვა.
Black sea arena - „მუსიკოსთა პარკი“
რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის ბლექ სი არენას, მის ტერიტორიაზე გაშენებული „მუსიკოსთა პარკია“. რომელიც უდავოდ ხაზს უსვამს შენობის თემატიკასა და ფუნქციას. იგი თავისმხრივ გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებითა და არაჩვეულებრივი განაშენიანებით. პარკში წარმოდგენილია ასწლოვანი მცენარეები, ღია სცენები, ბავშვთა გასართობი სივრცეები და მსოფლიო ვარკვლავების მუსიკალური სკულპტურები, რომლებიც თავიანთი ჟღერადობით ქმნიან სასიამოვნო გარემოს. არაჩვეულებრივი ბუნება, შემოჭრილი ზღვის ხმაური და გემოვნებიანი მუსიკა ნამდვილად გაჩუქებთ სასიამოვნო მოგონებებს.
წყარო : https://bsa.ge/ge
სად დავრჩეთ?
ბევრი ემოციით, ცეკვითა და გართობით დაღლილს ნამდვილად მოგინდებათ სუფთა ჰაერზე, ზღვასთან ახლოს, თუნდაც ერთი დღით დასვენება. იქედან გამომდინარე, რომ შეკვეთილი ტურისტულად მიმზიდველ კურორტად იქცა, ფუნქციობირებს არაერთი სასტუმრო, რომელთა რიგებს მალე შეემატენა fidelio-ს აპარტჰოტელი, რომელიც ბლექ სი არენასთან ჯერ ჯერობით ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმროა.
ყველაზე პატარა კუთხე საქართველოში, მთისა და ზღვის ერთიანობა, ცას აწვდენილი კრიმანჭული და დამახასიათებელი იუმორი _ სხვა რა უნდა გაგახსენდეთ თუ არა გურია.
იხილეთ ვრცლადრამდენად სანდოა მშენებარე კომპანიაში ბინის შეძენა? მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, როგორ მოქმედებს სამშენებლო სექტორზე? ღირს თუ არა ამ მოცემულობაში ახალი ბინის შესყიდვა?
იხილეთ ვრცლადროდესაც სახლში შინაური ცხოველია, გარემო საგრძნობლად განსხვავებულია. აღიარებული ფაქტია, რომ ისინი დადებითი აურის მატარებლები არიან, ხშირ შემთხვევაში კი ეს მუხტი გადამდებიცაა ჩვენზე.
იხილეთ ვრცლადრატომ შეკვეთილი? რითი არის იგი გამორჩეული საქართველოს სხვა ზღვისპირა კურორტებისგან? რატო ასოცირდება შეკვეთილი მკურნალობასთან?
იხილეთ ვრცლად