სამშენებლო
0

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

ყველაზე პატარა კუთხე საქართველოში, მთისა და ზღვის ერთიანობა, ცას აწვდენილი კრიმანჭული და დამახასიათებელი იუმორი _ სხვა რა უნდა გაგახსენდეთ თუ არა გურია.

მოგეხსენებათ, რომ საქართველო გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობითა და ბუნების მრავალფეროვნებით. აქ ერთად არის მოქცეული ზღვის სანაპიროებზე გაშენებული ტყეები, გავრცელებული რელიქტური ფიჭვის სახეობები, მთის ალპური და სუბალპური მდელოები. ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი ბუნება და მოსახლეობა ყავს. გურიის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, ისე თითქოს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, თავის გულში, თითოეული მათგანისთვის გამონახა ადგილი.

გურია გამორჩეულია კურორთების მრავალფეროვნებით. როგორც უკვე აღვნიშნე ამ პატარა კუთხეში შეგხვდებათ მაღალ მთიანი ნაწილი, სობტროპიკული ჰავა და მაგნიტური ქვიშის სანაპიროები. სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს გურიის პოპულარობას კურორტების თვალსაზრისით. მათ შორის არის შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი, გომისმთა, ბახმარო  და ნაბეღლავი. თოთოეულ მათგანზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რაიმეს თქმა შემიძლია, ბევრი სასიამოვნო მოგონების გახსენება და მეტ-ნაკლებად სუბიექტურად ყველაფრის მოყოლა, თუმცა ვეცდები ამ რომანტიკაში, მოკლე სიტყვით, რეალურად დაგანახოთ ის ზღაპრული გარემო, რამაც თავი ძალიან შემაყვარა.

გურიის ზღვისპირა კურორტები შეკვეთილი, ურეკი და გრიგოლეთი, ხშირშემთხვევაში ერთ მთლიანობად აღიქვამება. ამ აზრს ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, რადგან ისინი ერთ სივრცეში არის თავმოყრილი. მთავდება ერთი, და იწყება მეორე... ერთიანობის შთაბეჭდილებას ნამდვილად გვიტოვებს. სამივე მათგანი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, განსაკუთრებით კი ურეკი, სადაც ქვიშაში, მაგნიტიტის ყველაზე დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი. სობტროპიკული ჰავა, სამივე კურორტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორია, გამორჩეულად კი შეკვეთილში, სადაც ყოველთვის მეტ-ნაკლებად გრილი და სასიამოვნო ჰაერია. ერთ სივრცეში მოქცეულებსაც აქვთ პატარა უნიკალურობები, რომლის შემჩნევა დაკვირვების საგანია.
წყარო : 
https://bit.ly/3jPRqTN 

რაც შეეხება მაღალ მთიან გურიას, ის მუდამ თავს იწონებს ბახმაროსა და გომისმთის განუმეორებები ხედებითა და დამახასიათებები ზღაპრული გარემოთი. გინახავთ ღრუბლების ზღვაში დაისი? თუ არა, აუცილებლად უნდა ესტუმროთ გომისმთას, სადაც ბუნება წარმოუდგენელ სანახაობას გპირდებათ. ბახმაროს პატარა დასახლება თავისი ხის ძველებური კოტეჯებით, ზღაპრიდან გადმოსროლილ სოფელს მოგაგონებთ. ეს არის ადგილი, რომელიც განვითარებასთან ერთად, არ კარგავს დამახასიათებელ იერსახეს. ბახმარო უკვე იქცა ზამთრის კურორტად ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის.
წყარო : https://bit.ly/36rtbZd 


წყარო : https://bit.ly/3L8UNkE 

გურია გამორჩეულია თავისი კულტურით, წეს-ჩვეულებებითა და დამახასიათებელი კოლორიტებით. დღემდე არის დღესასწაულები, რომლებიც გამორჩეულად აღინიშნება, როგორებიც არის ფერისცვალება, კალანდა და სხვა. ფერისცვალება კი ჩამონათვალიდან ყველაზე მასშტაბურია, რადგან ამ დღეს ყოველწლიურად ბახმაროში იმართება დოღი, სადაც დასასწრებად მთელი საქართველოდან, გურიისკენ იძვრება მანქალების დიდი კოლონები. აგრეთვე გურული კულტურის ნაწილია საშობაო ღვეზელი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ აღიარებულ ნუგბარად ითვლება.

მოსახლეობა ნამდვილად გამორჩეულია იუმორით, განუმეორებელი მუსიკალურობით, ხელოვნებისა და კულტურის დიდი პატივისცემით. ამ ყველაფერს კი ნათლად გამოხატავს საზოგადო მოღვაწეების არსებობა, რომლებიც გურიამ გაზარდა, ასეთები არიან ანა კალანდაძე, ნოდარ დუმბაძე, ბესო კალანდაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ვასილ ჩიქოქიძე, სიკო დოლიძე, პაატა ბურჭულაძე, ლაშა ღლონტი, გიორგი კეკელიძე და ბევრი სხვა განუმეორებელი ნიჭისა და სულისკვეთების მქონე ადამიანი. ბევრმა მათგანმა არამარტო თავის სამშობლოში არამედ საზღვრებს გარეთაც დიდი აღიარება მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, ჩვენი პატარა საქართველო, დიდი კულტურის მქონე ქვეყნად. არ შემიძლია არ გამოვარჩიო ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ხიდისთავში დაბადებული პატარა გოგონა, რომელმაც 11 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა და შემდეგ უკვე ქართველმა ხალხმა პოეზიის დედოფლად აღიარა. ეს პატარა გოგონა ანა კალანდაძე იყო. ალბათ დამეთანხმებით, რომ მან წარუშლელი კვალი დატობა ქართულ ხელოვნებაზე.

ეს პატარა კუთხე ნამდვილად საქართველოს გულია, სადაც ყველაფერია თავმოყრილი. რთულია ნახოთ გურიიდან უკმაყოფილოდ წასული ადამიანი. აქ ყველას შეუძლია იპოვოს მისი კომფორტის ზონა.
პატარაა, მაგრამ ყოველ სტუმრობაზე ახერხებს ჩემს გაოცებას, რაღაც ახალის შემოთავახებას, საუკეთესო განწყობაზე დაყენებას. ყოველ ჯერზე დედაქალაქს ვუბრუნდები არაჩვეულებრივი მოგონებებით გურიის ყველა კუნჭულიდან.
როგორც ვთქვით, საქართველოს ყველა კუთხე უნიკალურია, ქართველისთვის ყველა საყვარელი და ლამაზია, იმიტომ რომ ჩვენია... იმიტომ რომ მშობლიურია.

  • გააზიარე

რატომ უნდა ვიჩქაროთ უძრავი ქონების შეძენა ახლა?

რამდენად სანდოა მშენებარე კომპანიაში ბინის შეძენა? მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, როგორ მოქმედებს სამშენებლო სექტორზე? ღირს თუ არა ამ მოცემულობაში ახალი ბინის შესყიდვა?

იხილეთ ვრცლად

Black sea arena - შეკვეთილი გართობა და სიყვარული ერთად

გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საფელი შეკვეთილი ადგილი, რომელიც Black sea arena-მ მსოფლიო რუკაზე მკაფიოდ გამოკვეთა.

იხილეთ ვრცლად

სახლის მოწყობის ხუთი რჩევა, როცა შინაური ცხოველი გყავთ

როდესაც სახლში შინაური ცხოველია, გარემო საგრძნობლად განსხვავებულია. აღიარებული ფაქტია, რომ ისინი დადებითი აურის მატარებლები არიან, ხშირ შემთხვევაში კი ეს მუხტი გადამდებიცაა ჩვენზე.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილი - ადგილი რომელსაც უნდა ესტუმროთ!

რატომ შეკვეთილი? რითი არის იგი გამორჩეული საქართველოს სხვა ზღვისპირა კურორტებისგან? რატო ასოცირდება შეკვეთილი მკურნალობასთან?

იხილეთ ვრცლად

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, საბურთალოს რ-ნი, ბერბუკის ქუჩა N7
  • info@top-line.ge
  • 0322 111 233

გამოიწერე სიახლეები


© 2021 | Privacy Policy All Rights Reserved.