ტოპლაინ ქონსთრაქშენი სამშენებლო კომპანია, რომლის მიერ შექმნილი შენობა-ნაგებობები უძლებენ დროსა და გამოწვევებს.
ტოპლაინის მთავარი სიძლიერე გუნდია, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორების, კონსტურქტორების, მშენებლებისა და ინჟინერებისგან შედგება. მათი მთავარი მიზანი ფუნქციური, ესთეტიკური და არქიტექტ ურული ღირებულებებით გამორჩეული შენობა-ნაგებობების შექმნაა.
ტოპლაინ ქონსთრაქშენის პროექტი FIDELIO-შეკვეთილში პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსია. მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.
ტოპლაინი გაბარებთ ენერგოეფექტურ ბინებს. რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით კეთილმოწყობილ აპარტამენტებს.
პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ზღვასთან ახლოს ტყის კორომში, ტოპლაინი გაძლევს შესაძლებლობას დაისვენო ბუნების წიაღში.
აღნიშნული პროექტი მომხიბვლელია როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე საინვესტიციოდ.
აქ ყველაფერია ჯანსაღი დასვენებისა და ბიზნესისთვის: რეკრეაციული ზონა, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, მოსასვენებელი ტერიტორია ფიჭვნარის ტყეში, მოსასვენებელი სივრცე ეზოში, აუზი, კერძო ტერიტორია ოთხფეხა მეგობრებისთვის - სადაც მათ დახვდებათ როგორც პირადი საცხოვრებელი, ასევე გასართობი სივრცე.