სამშენებლო
0

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

იღვიძებ რბილ, ფუმფულა ლოგინში და თვალის გახელისთანავე უზარმაზარი ვიტრაჟიდან თვალუწვდენელ ზღვაში აღმოჩნდები. საწოლიდან პირველივე ნაბიჯების ჩამოდგმისთანავე კი, ტყეში ხარ და ფეხქვეშ ფოთლები შრიალებენ. თუ ამ ყველაფერს, ფერთა კორექციას გავუკეთებთ და ზღვის ხმაურს ყავის მადუღარის სტვენას დავუმატებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზედმეტად არარეალურ კომერციულ რგოლს ვუყურებთ. სინამდვილეში კი, ეს იდეალური სცენარი შეიძლება თქვენი ყოფითი ცხოვრება გახდეს.

ტოპლაინ ქონსთრაქშენი შეკვეთილში პრემიუმ ტიპის, ლიმიტირებულ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს და სულ მალე ზღვის ხედებით პირდაპირ ტყის კორომში საკუთარი აპარტამენტის მფლობელი შეიძლება გახდეთ. პროექტი FIDELIO ერთნაირად მიმზიდველია საცხოვრებლად და საინვესტიციოდ, რადგან სხვა უამრავი ზღვაზე მიმდინარე მშენებლობისგან განსხვავებით, თვალში მოსახვედრი უპირატესობები აქვს.

პირდაპირი გულწრფელი ურთიერთობები გუნდის წევრებს შორის – ის მთავარი ფასეულობაა, რომლითაც ტოპლაინ ქონსთრაქშენის მენეჯმენტში ხელმძღვანელობენ. სწორედ ამან განაპირობა ჯანსაღი სამუშაო გარემო და დიდი მიზანი, რომელსაც საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მაღალი სტანდარტების დანერგვა. მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, მაღალკვალიფიციური არქიტექტორებით, ინჟინერებითა და მოტივირებული რიგითი თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. მათი ყველას გააზრებული სურვილი და მოტივაცია,  ქვეყანაში მიმდინარე  სამშენებლო პროცესებში უახლესი სტანდარტების გამოყენება და მაღალი ხარისხობრივი ნიშის დაწესებაა.

აქტიური სამშენებლო პროცესები ქვეყნის დედაქალაში, ბათუმსა თუ შავი ზღვისპირეთის სხვა კურორტებზე მომხმარებელს არაერთ შესაძლებელობას სთავაზობს. თუმცა ტოპლაინ ქონსთრაქშენის პროექტის FIDELIO-ს უნიკალურობა მის სახასიათო არქიტექტურასა და გეგმარებაშია. Ნახაზების და რენდერების გაცნობისთანავე, გამახსოვრდება ავთენტური და უნიკალური გემოვნებით დაგეგმარებული საცხოვრებელი ფართები, რომელიც მომხმარებლის კომფორტსა და სიმარტივეზეა ორიენტირებული.

ტოპლაინ ქონსთრაქშენის პროექტი – FIDELIO შეკვეთილში პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

ენერგოეფექტური და სრულად კეთილმოწყობილი ბინები მომხმარებელს საცხოვრებლად მზა მდგომარეობაში ბარდება და პროექტის დასრულებისთანავე, 2022 წლის სექტემბერში ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების თავიდან არიდების გზით, პირდაპირ FIDELIO-ს მკვიდრი შეგიძლიათ გახდეთ და პირველი დასვენების სეზონი საკუთარ აპარტამენტებში მოიწყოთ.

მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში – ტყის კორომში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, FIDELIO-ს აპარტამენტებს უნიკალური ხედები აქვს ზღვასა და ტყეზე. 4 -სართულიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი სულ 22 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება და მინიმალური საცხოვრებელი ფართის მოცულობა 30.7კვ.მ. -ია.

გეგმით გათვალისწინებულ პერიოდში FIDELIO-ს პირველ კორპუსს დაემატება კიდევ ორი საცხოვრებელი კომპლექსი.რომელიც უფრო მიმზიდველს და მრავალფეროვანს გახდის არსებულ გარემოს.

პროექტი FIDELIO არის უმღალეს სტანდარტებზე მორგებული, პრემიუმ კლასის მშენებლობა და ფაქტობრივად, შეკვეთილში უკონკურენტო. რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობს მსგავსი ტიპის აპარტოტელი. ძირითადად იქ მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებია” – აცხადებენ კომპანიაში

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპარტოტელის მარვთის პროცესში შემოვა ფრანგული კოპმანია და მენეჯმენტს საკუთარ თავზე აიღებს. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ქსელ ACCOR-თან,  რომლის ფრთის ქვეშაც ბევრი ცნობილი ბრენდის სასტუმროა და სწორედ მათგან ერთ-ერთი იქნება FIDELIO-ს აპარტოტელის მმართველი. ყველა მესაკუთრეს საშუალება ექნება თავად აირჩიოს საკუთარ მმართველობაში დატოვებს პირად უძრავ ქონებას, თუ მომსახურებას ფრანგულ კომპანიას გადააბარებს.

პროექტი უნიკალურია გართობისა და დასვენების მოყვარული ახალგაზრდებისთვის და დიდი ოჯახებისთვის ერთნაირად. ავეჯით,  ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო აქსესუარებით უზრუნველყოფილ აპარტამენტს, მაღალფუნქციური ინფრასტრუქტურა აქვს. მობინადრეებს შეუძლიათ ისარგებლონ  აუზით, მოსასვენებელი სივრცით, ბავშვთა გასართობი ტერიტორიით, რეკრეაციული ზონით საცხოვრებელ ეზოშივე და უნიკალური მომსახურებით ოთხფეხა მეგობრებისთვის (24 საათიანი მომვლელით).

უფრო ზუსტად FIDELIO მდებარეობს Black Sea Arena-საკონცერტო დაბაზის მოპირდაპირე მხარეს, ტყის კორომში.  ცენტრალური ჩასახვევიდან დაახლოებით 90 მეტრში.

აღნიშნულ პროექტში  უნიკალური წინა საახალწლო შეთავაზება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც კვადრატული მეტრის ფასი 1000$-ის ნაცვლად 900$ – ით განისაზღვრა. გადახდის პირობებს რაც შეეხება, მოქნილი და თქვენთვის მისაღები პაკეტით შეგიძლიათ ისარგებლოთ. შიდა უპროცენტო განვადება პროექტის დასრულებამდე მოქმედებს და აპარტამენტის შეძენა მინიმალური 20%-ის დაფიქსირებით შეგიძლიათ.

შესაძლებელია ერთიანი გადახდა და ხელსაყრელი ფასის მიღება,  როგორც პირადი სახსრებით, ასევე – ბანკის იპოთეკით.

პროექტი სრულად არის დაფინანსებული თიბისი ბანკის მიერ და ერთობლივი შეთავაზების მიხედვით, 6 თვის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ 0%-იანი იპოთეკით. დაფაროთ სესხის მხოლოდ ძირი, პროცენტის გარეშე. სურვილის შემთხვევაში, თქვენთვის სასურველი  პროექტისა და პაკეტის შერჩევაში კომპანიის წარმომადგენლები დაგეხმარებიან ბმულზე და ვებგვერდზე:  Top-line.ge.

  • გააზიარე

ზღვა, ქვიშიანი სანაპირო და ფიჭვნარი - კურორტი, რომელიც თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ბავშვი დასასვენებლად სად წაიყვანოთ, ნაძვნარის სუფთა ჰაერი უკეთესია მისთვის თუ ზღვის ჰავა, მაშინ იცოდეთ, რომ საქართველოში არსებობს ოპტიმალური კურორტი, რომელიც ზღვის ნაპირსა და ფიჭვნარს აერთიანებს. შეკვეთილი უნიკალურ პირობებში დასვენებას გთავაზობთ, რადგან აქ თქვენ დაგხვდებათ ქვიშიანი სანაპირო, ფიჭვნარი, სიმშვიდე, სისუფთავე და ყველაფერი, რაც ხარისხიანი და მშვიდი დასვენებისთვისაა საჭირო.

იხილეთ ვრცლად

პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ხელმისაწვდომ ფასად შეკვეთილში (+ 360° ფოტოები)

თუ ეძებთ ად­გილს, რო­მელ­შიც ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებთ და, ამავდრო­უ­ლად, გექ­ნე­ბათ კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რცე დას­ვე­ნე­ბის­თვის, მა­შინ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი იზრდება - კურორტის ყველაზე მასშტაბური პროექტი

კურორტი შეკვეთილი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ხდება. 5-მილიონიანი ინვესტიციით Black Sea Arena-სა და ზღვის სანაპიროს სიახლოვეს „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ მასშტაბური პრემიუმ-კლასის დასასვენებელი კომპლექსის Fidelio-ს განხორციელება დაიწყო. პროექტი მოიცავს ღია აპარტამენტებს, საცურაო აუზს, რესტორანს ტერასით, დასასვენებელ და შეხვედრების სივრცეებს, კონსიერჟ მომსახურებას.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილში 5 მლნ ლარის ღირებულების პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი შენდება

ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციითა და „თიბისი ბანკის“ პარტნიორობით მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს.

იხილეთ ვრცლად

"ტოპლაინ ქონსთრაქშენი" შეკვეთილში კომპლექსს აშენებს - ინვესტიცია 5 მლნ-ია

კომპანია “ტოპლაინ ქონსთრაქშენი” შეკვეთილში პროექტ “FIDELIO”-ს ახორციელებს.

იხილეთ ვრცლად

ინვესტიცია დასვენების ფასად: შეკვეთილში უნიკალური პროექტი FIDELIO შენდება, რომლის მართვასაც ფრანგული კომპანია ჩაიბარებს

ინვესტიცია დასვენების ფასად – უნიკალური საინვესტიციო პროექტი შეკვეთილში, რომელიც დასვენებისა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობას ერთდროულად გაძლევთ.

იხილეთ ვრცლად

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, საბურთალოს რ-ნი, ბერბუკის ქუჩა N7
  • info@top-line.ge
  • 0322 111 233

გამოიწერე სიახლეები


© 2021 | Privacy Policy All Rights Reserved.