სამშენებლო
0

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

ინვესტიცია დასვენების ფასად – უნიკალური საინვესტიციო პროექტი შეკვეთილში, რომელიც დასვენებისა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობას ერთდროულად გაძლევთ.

გურიაში, ბახმაროსა და გომის მთებიდან რამდენიმე კილომეტრში, რომელიც ტურისტებისთვის უკვე ერთ-ერთ მიმზიდველ და საყვარელ ადგილად იქცა – შესაძლებლობა გაქვთ, მაღალმთიანი ზონიდან, რამდენიმე წუთში, ქვიშის მზიან სანაპიროზე მოხვდეთ, სადაც ტყისა და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის.

FIDELIO -შეკვეთილში პროექტს დეველოპერული კომპანია ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენი” ახორციელებს.  

რაც შეეხება თავად FIDELIO-ს, ის პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. როგორც ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენში“ განმარტავენ, პროექტის მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. კომპლექსის უნიკალურობას მისი მდებარეობა და ინფრაქსტრუქტურა განსაზღვრავს. მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში, ფიჭვნარის ტყის კორომში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი მომხიბვლელია როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე საინვესტიციოდ. აპარტოტელის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, მენეჯმენტს ფრანგული კომპანია უხელმძღვანელებს. მომსახურების პირობები ნაწილობრივ უკვე ცნობილია: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი 24/7 -ზე, შიდა და გარე ტერიტორიის  დასუფთავება, კონსეაჟის მომსახურება. ასევე გაქირავების სერვისი.

გარდა ამისა, FIDELIO-შეკვეთილში გამორჩეული იქნება ქართულ-ფრანგული რესტორნითაც, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულზე არსებულ ვერანდაზე განთავსდება. მას ფრანგი შეფმზარეული უხელმძღვანელებს. აღნიშნული რესტორნის არსებობა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ახლო მდებარე ტერიტორიაზე, მაღალი ხარისხის და წარმოსადეგი კვების ობიექტი არ არსებობს.

სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი სულ 26 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება, მინიმალური 25.2კვ.მ. – დან.  აღსანიშნავია, რომ აპარტამენტები ბარდება სრულად კეთილმოწყობილი რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. პროექტის მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.

რაც შეეხება FIDELIO-ს სხვა უპირატესობებს, ესენია:

  • უნიკალური მდებარეობა;
  • პირველი და ამ დრომდე ერთადერთი პროექტი შეკვეთილში (უკონკურენტო);
  • საინვესტიციო პროექტი (სტაბილური შემოსავალი აპარტამენტის გაქირავებიდან);
  • სრულად მოწყობილი აპარტამენტები;
  • დაცული და ადაპტირებული გარემო;
  • ბაზარზე კონკურენტუნარიანი ღირებულება;
  • პარტნიორი კომპანიები (თიბისი)- პროექტი სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ;
  • უმაღლესი ხარისხის მასალა.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენს“- განსაკურთრებული შეთავაზებები აქვს მომხმარებლებისთვის. ესენია:

  • შიდა უპროცენტო განვადება მშენებლობის დასრულებამდე;
  • ერთიანი გადახდის შემთხვევაში 100 $ ფასდაკლება კვ.მ.- ზე;
  • თიბისი ბანკის საბანკო განვადების შემთხვევაში კვ.მ. – ზე 50 $ შეღავათი;
  • თიბისი ბანკისა და ტოპლიაინის საერთო კამპანია: „აპარტამენტები თვეში 408 ლარიდან;“
  • შეიძინე აპარტამენტი TBC ბანკის დახმარებით და ისარგებლებთ 6 თვიანი 0% იანი შეთავაზებით.

ცნობისთვის, ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ამ პროექტზე შეჩერებას არ აპირებს. იგეგმება შეკვეთილის მიმდებარედ FIDELIO -ს პროექტის გაგრძელება, მთლიანობაში კომპლექსი სამი ოთხსართულიანი აპარტოტელით დაკომპლექტდება, რომელთაც გააერთიანებს მოსასვენებელი სივრცეები, როგორც ყველა თაობის ადამიანისთვის, ასეე მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ამასთან, დეველოპერული კომპანიის საკუთრებაშია არაერთი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში განიხილავს მშენებლობას.

დეტალური ინფორმაცია ,,ტოპლაინ ქონსთრაქშენისა“ და მისი პროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე: Facebook  Instagram

  • გააზიარე

ზღვა, ქვიშიანი სანაპირო და ფიჭვნარი - კურორტი, რომელიც თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ბავშვი დასასვენებლად სად წაიყვანოთ, ნაძვნარის სუფთა ჰაერი უკეთესია მისთვის თუ ზღვის ჰავა, მაშინ იცოდეთ, რომ საქართველოში არსებობს ოპტიმალური კურორტი, რომელიც ზღვის ნაპირსა და ფიჭვნარს აერთიანებს. შეკვეთილი უნიკალურ პირობებში დასვენებას გთავაზობთ, რადგან აქ თქვენ დაგხვდებათ ქვიშიანი სანაპირო, ფიჭვნარი, სიმშვიდე, სისუფთავე და ყველაფერი, რაც ხარისხიანი და მშვიდი დასვენებისთვისაა საჭირო.

იხილეთ ვრცლად

პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ხელმისაწვდომ ფასად შეკვეთილში (+ 360° ფოტოები)

თუ ეძებთ ად­გილს, რო­მელ­შიც ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებთ და, ამავდრო­უ­ლად, გექ­ნე­ბათ კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რცე დას­ვე­ნე­ბის­თვის, მა­შინ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი იზრდება - კურორტის ყველაზე მასშტაბური პროექტი

კურორტი შეკვეთილი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ხდება. 5-მილიონიანი ინვესტიციით Black Sea Arena-სა და ზღვის სანაპიროს სიახლოვეს „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ მასშტაბური პრემიუმ-კლასის დასასვენებელი კომპლექსის Fidelio-ს განხორციელება დაიწყო. პროექტი მოიცავს ღია აპარტამენტებს, საცურაო აუზს, რესტორანს ტერასით, დასასვენებელ და შეხვედრების სივრცეებს, კონსიერჟ მომსახურებას.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილში 5 მლნ ლარის ღირებულების პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი შენდება

ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციითა და „თიბისი ბანკის“ პარტნიორობით მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს.

იხილეთ ვრცლად

"ტოპლაინ ქონსთრაქშენი" შეკვეთილში კომპლექსს აშენებს - ინვესტიცია 5 მლნ-ია

კომპანია “ტოპლაინ ქონსთრაქშენი” შეკვეთილში პროექტ “FIDELIO”-ს ახორციელებს.

იხილეთ ვრცლად

უნიკალური აპარტოტელი შეკვეთილში

იღვიძებ რბილ, ფუმფულა ლოგინში და თვალის გახელისთანავე უზარმაზარი ვიტრაჟიდან თვალუწვდენელ ზღვაში აღმოჩნდები. საწოლიდან პირველივე ნაბიჯების ჩამოდგმისთანავე კი, ტყეში ხარ და ფეხქვეშ ფოთლები შრიალებენ. - Topline Construction • ტოპლაინ ქონსთრაქშენი

იხილეთ ვრცლად

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, საბურთალოს რ-ნი, ბერბუკის ქუჩა N7
  • info@top-line.ge
  • 0322 111 233

გამოიწერე სიახლეები


© 2021 | Privacy Policy All Rights Reserved.