სამშენებლო
0

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

26 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც საკონცერტო დარბაზის– Black sea arena-ს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, 2022 წლის შემოდგომისთვის დასრულდება. ამ დროისთვის კი კარკასული სამუშაოები დასრულებულია და ბლოკის ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც bm.ge-ს “ტოპლაინ ქონსთრაქშენის” მარკეტინგის უფროსმა რუსა მამასახლისმა განუცხადა, კომპლექსში ჯამში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტი "ერთადერთისა და უნიკალურის" სტატუსით სარგებლობს, რაც მოთხოვნაზეც აისახება და აპარტამენტების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

“ტოპლაინი ბინადრებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს - რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით აბარებს. პროექტის მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში, ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რეკრეაციულ ზონასთან ახლოს მიმდინარეობს. პროექტი, როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე საინვესტიციოდ მიმზიდველია. აპარტ ოტელის ბოლო სართულის ღია და დახურულ ტერასაზე ბარ-რესტორანი მოეწყობა, რომელსაც ფრანგი შეფ მზარეული უხელმძღვანელებს. “FIDELIO”-ს მობინადრეები დაცვის სამსახურით, ვიდეო კონტროლით, კონსიერჟის მომსახურებით, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავებით, ასევე გაქირავების სერვისით ისარგებლებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ტოპლაინ ქონსთრაქშენი” სამშენებლო სექტორში ამ ეტაპზე ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ამ უნიკალური კურორტის პოტენციალი შეაფასა. ჩვენი მიზანი ამ პროექტის საშუალებით შეკვეთილის პოპულარიზაციაა”- აღნიშნავს“ტოპლაინ ქონსთრაქშენის” მარკეტინგის უფროსი.

რუსა მამასახლისი Bm.ge-სთან “ტოპლაინ ქონსთრაქშენის” გეგმებზეც საუბრობს და როგორც თავად ამბობს, კომპანია საქართველოს სხვა რეგიონების, ზღვისპირეთისა თუ სამთო კურორტების, ათვისებასაც აპირებს. 

  • გააზიარე

ზღვა, ქვიშიანი სანაპირო და ფიჭვნარი - კურორტი, რომელიც თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ბავშვი დასასვენებლად სად წაიყვანოთ, ნაძვნარის სუფთა ჰაერი უკეთესია მისთვის თუ ზღვის ჰავა, მაშინ იცოდეთ, რომ საქართველოში არსებობს ოპტიმალური კურორტი, რომელიც ზღვის ნაპირსა და ფიჭვნარს აერთიანებს. შეკვეთილი უნიკალურ პირობებში დასვენებას გთავაზობთ, რადგან აქ თქვენ დაგხვდებათ ქვიშიანი სანაპირო, ფიჭვნარი, სიმშვიდე, სისუფთავე და ყველაფერი, რაც ხარისხიანი და მშვიდი დასვენებისთვისაა საჭირო.

იხილეთ ვრცლად

პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ხელმისაწვდომ ფასად შეკვეთილში (+ 360° ფოტოები)

თუ ეძებთ ად­გილს, რო­მელ­შიც ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებთ და, ამავდრო­უ­ლად, გექ­ნე­ბათ კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რცე დას­ვე­ნე­ბის­თვის, მა­შინ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი იზრდება - კურორტის ყველაზე მასშტაბური პროექტი

კურორტი შეკვეთილი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ხდება. 5-მილიონიანი ინვესტიციით Black Sea Arena-სა და ზღვის სანაპიროს სიახლოვეს „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ მასშტაბური პრემიუმ-კლასის დასასვენებელი კომპლექსის Fidelio-ს განხორციელება დაიწყო. პროექტი მოიცავს ღია აპარტამენტებს, საცურაო აუზს, რესტორანს ტერასით, დასასვენებელ და შეხვედრების სივრცეებს, კონსიერჟ მომსახურებას.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილში 5 მლნ ლარის ღირებულების პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი შენდება

ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციითა და „თიბისი ბანკის“ პარტნიორობით მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს.

იხილეთ ვრცლად

ინვესტიცია დასვენების ფასად: შეკვეთილში უნიკალური პროექტი FIDELIO შენდება, რომლის მართვასაც ფრანგული კომპანია ჩაიბარებს

ინვესტიცია დასვენების ფასად – უნიკალური საინვესტიციო პროექტი შეკვეთილში, რომელიც დასვენებისა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობას ერთდროულად გაძლევთ.

იხილეთ ვრცლად

უნიკალური აპარტოტელი შეკვეთილში

იღვიძებ რბილ, ფუმფულა ლოგინში და თვალის გახელისთანავე უზარმაზარი ვიტრაჟიდან თვალუწვდენელ ზღვაში აღმოჩნდები. საწოლიდან პირველივე ნაბიჯების ჩამოდგმისთანავე კი, ტყეში ხარ და ფეხქვეშ ფოთლები შრიალებენ. - Topline Construction • ტოპლაინ ქონსთრაქშენი

იხილეთ ვრცლად

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, საბურთალოს რ-ნი, ბერბუკის ქუჩა N7
  • info@top-line.ge
  • 0322 111 233

გამოიწერე სიახლეები


© 2021 | Privacy Policy All Rights Reserved.