სამშენებლო
0

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ხელმისაწვდომ ფასად შეკვეთილში (+ 360°  ფოტოები)

თუ ეძებთ ად­გილს, რო­მელ­შიც ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებთ და, ამავდრო­უ­ლად, გექ­ნე­ბათ კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რცე დას­ვე­ნე­ბის­თვის, მა­შინ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს. „ტოპ­ლა­ინ ქონსთრაქ­შე­ნი“ შეკ­ვე­თილ­ში პირ­ველ პრე­მი­უმ კლა­სის სა­ცხოვ­რე­ბელ და და­სას­ვე­ნე­ბელ კომ­პლექსს FIDELIO-ს აშე­ნებს. კომ­პა­ნია ზღვის­პი­რა კუ­რორტზე 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას „თი­ბი­სი ბანკთან“ ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს. შე­დე­გად კი შენ­დე­ბა უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ალ­ბათ, გა­გიჩ­ნდათ კი­თხვე­ბი, თუ რა ღირს აპარ­ტა­მენ­ტე­ბი FIDELIO-ში, რამ­დენ ხან­ში შეძ­ლებთ ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ამო­ღე­ბას და სა­ერ­თოდ, რა­ტომ უნდა შე­ი­ძი­ნოთ აპარ­ტა­მენ­ტი FIDELIO-ში. პა­სუ­ხებს აქვე მი­ი­ღებთ.

რა ტი­პის კომ­პლექ­სია FIDELIO?

FIDELIO შეკ­ვე­თილ­ში პრე­მი­უმ კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი სას­ტუმ­როს ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია. მშე­ნებ­ლო­ბა ევ­რო­პულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სას­ტუმ­როს ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი 22 პრე­მი­უმ კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტის­გან შედ­გე­ბა. აპარ­ტა­მენ­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი ფარ­თი 30.7 კვად­რა­ტი­დან იწყე­ბა. გარ­და ამი­სა FIDELIO აერ­თი­ა­ნებს ღია სა­ცუ­რაო აუზს, მო­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცეს, ბავ­შვთა გა­სარ­თობ ტე­რი­ტო­რი­ას, იზო­ლი­რე­ბულ სივ­რცეს ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის­თვის და და­მა­ტე­ბით რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას.

ზუს­ტად სად მდე­ბა­რე­ობს FIDELIO?

პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ზღვას­თან ახ­ლოს ტყის კო­რომ­ში. კომ­პლექ­სი სა­ნა­პი­რო­დან 150 მეტ­რის მო­შო­რე­ბი­თაა.

FIDELIO მდე­ბა­რე­ობს Black Sea Arena-ს სი­ახ­ლო­ვეს, რაც მას უცხო­ე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის კი­დევ უფრო მიმ­ზიდ­ველს ხდის.

კომ­პლექ­სი გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ის­ვე­ნოთ და იცხოვ­როთ ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, FIDELIO -ს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეკ­ვე­თი­ლის უნი­კა­ლურ­მა მდე­ბა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მისი ქვი­ში­სა და კლი­მა­ტის სამ­კურ­ნა­ლო-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი ყვე­ლას­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი.

რო­დის სრულ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა?

აპარ­ტა­მენ­ტე­ბი მფლო­ბე­ლებს 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ბარ­დე­ბათ. პირ­ვე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის მი­ღე­ბაც ამა­ვე პე­რი­ოდ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რა ღირს აპარ­ტა­მენ­ტე­ბი FIDELIO-ში და რო­გო­რია შე­ძე­ნის პი­რო­ბე­ბი?

აპარ­ტა­მენ­ტებ­ში კვ.მ.-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1000 $-დან იწყე­ბა. ხელ­საყ­რე­ლია გა­დახ­დის პი­რო­ბე­ბიც, რად­გან მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა გა­დახ­დის სამი ვა­რი­ან­ტი­დან მის­თვის სა­სურ­ვე­ლი აირ­ჩი­ოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ერ­თი­ა­ნი გა­დახ­და, ისე შიდა და/ან ბან­კის გან­ვა­დე­ბა.

რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბარ­დე­ბა აპარ­ტა­მენ­ტე­ბი?

„ტოპ­ლა­ინ ქონსთრაქ­შე­ნი“ გა­ბა­რებთ ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით კე­თილ­მო­წყო­ბილ, ენერ­გო­ე­ფექ­ტურ აპარ­ტა­მენ­ტებს. რე­მონ­ტი მო­ი­ცავს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას. აპარ­ტა­მენ­ტე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კით: მა­ცი­ვა­რი, სა­რე­ცხი მან­ქა­ნა, ელექტრო ღუ­მე­ლი, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, გამ­წო­ვი, ტე­ლე­ვი­ზო­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ავეჯს, აპარ­ტა­მენ­ტში დაგ­ხვდე­ბათ: სა­წო­ლი, სა­თავ­სო-კა­რა­და, სა­სა­დი­ლო მა­გი­და, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სკა­მე­ბი, რბი­ლი ავე­ჯი.

რამ­დენ ხან­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ამო­ღე­ბა?

FIDELIO-ში წლი­უ­რად 22 000 ლა­რი­დან შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­უ­კე­თე­სო მდე­ბა­რე­ო­ბა, ზღვი­სა და ტყის კომ­ბი­ნა­ცია, კულ­ტუ­რულ-გა­სარ­თო­ბი ობი­ექ­ტე­ბის სი­ახ­ლო­ვე მას ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის სა­სურ­ველ ლო­კა­ცი­ად აქ­ცევს. კუ­რორ­ტს აქვს მა­ღალ­მხარ­ჯვე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი.

კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს აპარ­ტა­მენ­ტე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცეს­ში თუ მას მფლო­ბე­ლი აქი­რა­ვებს და­მო­უ­კი­დებ­ლად?

პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტში ჩა­ერ­თვე­ბი­ან ფრან­გი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის ნომ­რე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ეს კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ FIDELIO-ს აპარ­ტა­მენ­ტე­ბი სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

რა ტი­პის რეს­ტო­რა­ნი იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს კომ­პლექსში?

ეს იქ­ნე­ბა რეს­ტო­რა­ნი ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ი­თა და სა­ნე­ლებ­ლე­ბის ნაც­ვლად ბევ­რი მწვა­ნი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი მსოფ­ლი­ო­ში. რეს­ტო­რანს ფრან­გი შეფ-მზა­რე­უ­ლი ეყო­ლე­ბა.

  • გააზიარე

მოხვდი 10 იღბლიანს შორის და დაზოგე 51 111 ლარი - საახალწლო შეთავაზება „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“

სამშენებლო კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენს“ მომხმარებლებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს. 31 დეკემბრამდე პირველი 10 იღბლიანი ადამიანი ბინის შეძენისას 51 111 ლარის დაზოგვას შეძლებს. აქციის ფარგლებში კვადრატული მეტრის ღირებულება 1250$-ის ნაცვლად 1000$ იქნება.

იხილეთ ვრცლად

5 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა გააკეთოთ

გეგ­მე­ბი, უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი, ბევ­რი სი­ახ­ლე, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი – არა­ფე­რი ისე არ ასო­ცირ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან, რო­გორც ახა­ლი წელი. დე­კემ­ბე­რი ხომ სწო­რედ მო­მა­ვა­ლი წლის და­გეგ­მვის სა­უ­კე­თე­სო დროა! თუმ­ცა, ვიდ­რე მო­მა­ვალ წელ­ზე ზრუნ­ვას და­ი­წყებთ, არის რამ­დე­ნი­მე რამ, რაც მიმ­დი­ნა­რე წელს უნდა გა­ა­კე­თოთ და პირ­ველ იან­ვარს ისე შეხ­ვდეთ. ასე უფრო მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ თი­თო­ე­უ­ლი და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას და ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას.

იხილეთ ვრცლად

5 რამ, რაც გურიას კიდევ უფრო გამორჩეულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს

საქართველო ტურისტულად საინტერესო მიმართულებაა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნების გამო. ქვეყნის ყოველ მხარეს თავისი სახასიათო ბუნება და უპირატესობები აქვს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა გურია, რომელსაც უძველესი ისტორია და ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ბუნება აქვს.

იხილეთ ვრცლად

ზღვა, ქვიშიანი სანაპირო და ფიჭვნარი - კურორტი, რომელიც თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ბავშვი დასასვენებლად სად წაიყვანოთ, ნაძვნარის სუფთა ჰაერი უკეთესია მისთვის თუ ზღვის ჰავა, მაშინ იცოდეთ, რომ საქართველოში არსებობს ოპტიმალური კურორტი, რომელიც ზღვის ნაპირსა და ფიჭვნარს აერთიანებს. შეკვეთილი უნიკალურ პირობებში დასვენებას გთავაზობთ, რადგან აქ თქვენ დაგხვდებათ ქვიშიანი სანაპირო, ფიჭვნარი, სიმშვიდე, სისუფთავე და ყველაფერი, რაც ხარისხიანი და მშვიდი დასვენებისთვისაა საჭირო.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი იზრდება - კურორტის ყველაზე მასშტაბური პროექტი

კურორტი შეკვეთილი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ხდება. 5-მილიონიანი ინვესტიციით Black Sea Arena-სა და ზღვის სანაპიროს სიახლოვეს „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ მასშტაბური პრემიუმ-კლასის დასასვენებელი კომპლექსის Fidelio-ს განხორციელება დაიწყო. პროექტი მოიცავს ღია აპარტამენტებს, საცურაო აუზს, რესტორანს ტერასით, დასასვენებელ და შეხვედრების სივრცეებს, კონსიერჟ მომსახურებას.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილში 5 მლნ ლარის ღირებულების პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი შენდება

ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციითა და „თიბისი ბანკის“ პარტნიორობით მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს.

იხილეთ ვრცლად

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, საბურთალოს რ-ნი, ბერბუკის ქუჩა N7
  • info@top-line.ge
  • 0322 111 233

გამოიწერე სიახლეები


© 2021 | Privacy Policy All Rights Reserved.