სამშენებლო
0

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

1. შე­ად­გი­ნეთ მო­მა­ვალ წელს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი გეგ­მე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბი სია

რას გეგ­მავთ მო­მა­ვალ წელს? სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლას? თუ ახა­ლი ბი­ნის შე­ძე­ნას? იქ­ნებ ტექ­ნი­კი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ნახ­ლე­ბა გსურთ?! ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის ბევ­რი გეგ­მა აქვს, მაგ­რამ რაც უფრო კონ­კრე­ტუ­ლი და გა­წე­რი­ლია იგი, შეს­რუ­ლე­ბის მეტი შან­სია. სწო­რედ ამი­ტომ ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა­ფე­რი, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც გეგ­მავთ და თი­თო­ე­ულ მათ­განს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯე­ბიც მი­ა­წე­რეთ. მა­გა­ლი­თად, თუ ბი­ნის შე­ძე­ნას გეგ­მავთ, კარ­გად მო­ი­ფიქ­რეთ რო­გო­რი ბინა გსურთ და ბი­უ­ჯე­ტიც და­ით­ვა­ლეთ; და­ი­ან­გა­რი­შეთ, ყო­ველ­თვი­უ­რად რამ­დე­ნის გა­და­დე­ბა მო­გი­წევთ, რო­მე­ლი ხარ­ჯე­ბი უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოთ ამ თან­ხით და ა. შ. დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რი­ლი გეგ­მა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად წინ გა­დად­გმუ­ლი ერთი ნა­ბი­ჯია.

2. აიხ­დი­ნეთ ერთი ოც­ნე­ბა მა­ინც

თუ თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბის გჯე­რათ, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად აგიხ­დე­ბათ. ნურც მათ შეს­რუ­ლე­ბას გა­და­დებთ ძა­ლი­ან შო­რის. კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლიც ხომ სწო­რედ ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. გა­და­ხე­დეთ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო შე­თა­ვა­ზე­ბებს და ერთი ოც­ნე­ბა მა­ინც აის­რუ­ლეთ, ვიდ­რე ახა­ლი წელი მოვა.

მა­გა­ლი­თად, თუ თქვე­ნი ოც­ნე­ბა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე აპარ­ტა­მენ­ტის შე­ძე­ნაა, გე­ტყვით, რომ „ტოპ­ლა­ინ ქონსთრაქ­შე­ნი“ ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას 51 111-ლა­რი­ა­ნი და­ნა­ზო­გით გთა­ვა­ზობთ. შე­თა­ვა­ზე­ბა იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვია, რომ მას­ზე მა­ში­ნაც კი და­ფიქ­რდე­ბით, თუ ზღვის­პი­რეთ­ში აპარ­ტა­მენ­ტის შე­ძე­ნა­ზე აქამ­დე არ გი­ფიქ­რი­ათ.

შეკ­ვე­თილ­ში მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის, FIDELIO-ს დას­რუ­ლე­ბა 2023 წლის ბო­ლოს იგეგ­მე­ბა. პრე­მი­უმ კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი სას­ტუმ­როს ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზღვი­დან 150 მეტრში, ტყის კო­რომ­ში მდე­ბა­რე­ობს, 82 პრე­მი­უმ კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტის­გან შედ­გე­ბა და მისი მშე­ნებ­ლო­ბა ევ­რო­პულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რებ­ლებს ენერ­გო­ე­ფექ­ტურ, კე­თილ­მო­წყო­ბილ აპარ­ტა­მენ­ტებს რე­მონ­ტით, ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით ჩა­ა­ბა­რებს. პრო­ექ­ტი FIDELIO-ს აპარ­ტა­მენ­ტე­ბი უნი­კა­ლუ­რია რო­გორც პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის, ასე­ვე სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ. მო­მა­ვალ მე­სა­კუთ­რეს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა ითა­ნამ­შრომ­ლოს ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ქი­რა­ვე­ბის კუ­თხით და მი­ი­ღოს შე­მო­სა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რე­ბი­დან.

წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო შე­თა­ვა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში 1 კვ.მ-ის შე­ძე­ნას 1250$-ის ნაც­ვლად 1000 $-ად შეძ­ლებთ. ნუ და­კარ­გავთ ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის შანსს, მოხ­ვდით 10 იღ­ბლი­ანს შო­რის და შე­ი­ძი­ნეთ აპარ­ტა­მენ­ტი შეკ­ვე­თილ­ში 51 111-ლა­რი­ა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით. აქ­ცია ძა­ლა­შია 31 დე­კემ­ბრამ­დე.

3. შე­ი­მოწ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბა

ოც­ნე­ბე­ბის ასახ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჯან­მრთე­ლე­ბი იყოთ. ამი­ტომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­ტა­რეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და ახალ წელს მხნედ შეხ­ვდით. გა­მო­ყა­ვით ერთი დღე ოჯა­ხის ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის, ჩა­ი­ტა­რეთ მის მიერ გა­მო­წე­რი­ლი კვლე­ვე­ბი და დარ­წმუნ­დით, რომ ჯან­მრთე­ლად ხართ. ასე უფრო მშვი­დად შეძ­ლებთ გეგ­მე­ბის და­სახ­ვას, ასე­ვე მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვი­საც მეტი მო­ტი­ვა­ცია და ენერ­გია გექ­ნე­ბათ.

4. გა­ა­კე­თეთ რამე პირ­ვე­ლად, რაც აქამ­დე არას­დროს გიც­დი­ათ

2022 წელს ისე ნუ და­ას­რუ­ლებთ, რომ რამე ახა­ლი და გი­ჟუ­რი არ გა­ა­კე­თოთ. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა სტრე­სი­თა და რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა სავ­სე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რა­ღაც სი­ახ­ლე შე­ი­ტა­ნოთ ცხოვ­რე­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რამე გი­ჟუ­რი, რაც ად­რე­ნა­ლი­ნის გა­მო­ყო­ფა­საც შე­უ­წყობს ხელს. ად­რე­ნა­ლი­ნი ხომ სტრე­სის გა­და­ტა­ნა­ში გეხ­მა­რე­ბათ და მო­ტი­ვა­ცი­ა­საც გმა­ტებთ. მა­გა­ლი­თად, სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით აფ­რე­ნა­ზე რას იტყვით? ან იქ­ნებ ზიპ­ლა­ი­ნით დაშ­ვე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ. იქ­ნებ სუ­ლაც სა­მოყ­ვა­რუ­ლო ცეკ­ვის ან ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის წრე­ზე სი­ა­რუ­ლი გირ­ჩევ­ნი­ათ? ამ ყვე­ლაფ­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია.

5. უთხა­რით ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს, რომ გიყ­ვართ

ბო­ლოს რო­დის უთხა­რით, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, რომ გიყ­ვართ? ან ზო­გა­დად, მათ ნახ­ვას და ნამ­დვილ ურ­თი­ერ­თო­ბას რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებთ? დიდი ალ­ბა­თო­ბით არც ისე ხში­რად. დე­კემ­ბრის მი­წუ­რუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია იმის­თვის, რომ ყვე­ლას და­ურ­ე­კოთ, შეხ­ვდეთ და უთხრათ, რომ გიყ­ვართ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მათ ძა­ლი­ან აფა­სებთ. ეს და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით აგავ­სებთ რო­გორც თქვენ, ისე მათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ახა­ლი წელი პო­ზი­ტი­უ­რად უნდა და­ი­წყოთ, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა წლის სა­უ­კე­თე­სო და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა!https://www.ambebi.ge/article/286710-5-ram-rac-axal-clamde-unda-gaaketot/?fbclid=IwAR1SqyHSwGh1dguzA7W4my-mAotLs-rN76IrHNlYJGU8J-zxjJqHfjC3MDs

  • გააზიარე

მოხვდი 10 იღბლიანს შორის და დაზოგე 51 111 ლარი - საახალწლო შეთავაზება „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“

სამშენებლო კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენს“ მომხმარებლებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს. 31 დეკემბრამდე პირველი 10 იღბლიანი ადამიანი ბინის შეძენისას 51 111 ლარის დაზოგვას შეძლებს. აქციის ფარგლებში კვადრატული მეტრის ღირებულება 1250$-ის ნაცვლად 1000$ იქნება.

იხილეთ ვრცლად

5 რამ, რაც გურიას კიდევ უფრო გამორჩეულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს

საქართველო ტურისტულად საინტერესო მიმართულებაა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნების გამო. ქვეყნის ყოველ მხარეს თავისი სახასიათო ბუნება და უპირატესობები აქვს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა გურია, რომელსაც უძველესი ისტორია და ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ბუნება აქვს.

იხილეთ ვრცლად

ზღვა, ქვიშიანი სანაპირო და ფიჭვნარი - კურორტი, რომელიც თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ ბავშვი დასასვენებლად სად წაიყვანოთ, ნაძვნარის სუფთა ჰაერი უკეთესია მისთვის თუ ზღვის ჰავა, მაშინ იცოდეთ, რომ საქართველოში არსებობს ოპტიმალური კურორტი, რომელიც ზღვის ნაპირსა და ფიჭვნარს აერთიანებს. შეკვეთილი უნიკალურ პირობებში დასვენებას გთავაზობთ, რადგან აქ თქვენ დაგხვდებათ ქვიშიანი სანაპირო, ფიჭვნარი, სიმშვიდე, სისუფთავე და ყველაფერი, რაც ხარისხიანი და მშვიდი დასვენებისთვისაა საჭირო.

იხილეთ ვრცლად

პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ხელმისაწვდომ ფასად შეკვეთილში (+ 360° ფოტოები)

თუ ეძებთ ად­გილს, რო­მელ­შიც ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დებთ და, ამავდრო­უ­ლად, გექ­ნე­ბათ კომ­ფორ­ტუ­ლი სივ­რცე დას­ვე­ნე­ბის­თვის, მა­შინ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი იზრდება - კურორტის ყველაზე მასშტაბური პროექტი

კურორტი შეკვეთილი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ხდება. 5-მილიონიანი ინვესტიციით Black Sea Arena-სა და ზღვის სანაპიროს სიახლოვეს „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ მასშტაბური პრემიუმ-კლასის დასასვენებელი კომპლექსის Fidelio-ს განხორციელება დაიწყო. პროექტი მოიცავს ღია აპარტამენტებს, საცურაო აუზს, რესტორანს ტერასით, დასასვენებელ და შეხვედრების სივრცეებს, კონსიერჟ მომსახურებას.

იხილეთ ვრცლად

შეკვეთილში 5 მლნ ლარის ღირებულების პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი კომპლექსი შენდება

ზღვისპირა კურორტ შეკვეთილში ქართული კომპანია 5 მლნ ლარის ინვესტიციითა და „თიბისი ბანკის“ პარტნიორობით მრავალფუნქციურ საინვესტიციო და საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს.

იხილეთ ვრცლად

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, საბურთალოს რ-ნი, ბერბუკის ქუჩა N7
  • info@top-line.ge
  • 0322 111 233

გამოიწერე სიახლეები


© 2021 | Privacy Policy All Rights Reserved.